PMAG-მა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG-მა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG კლასტერსა და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას (WMAG) შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობილი ძალისხმევითა და თანამშრომლობით საქართველოში შესაფუთი მასალების ნარჩენების მართვის ხელშეწყობას, ასევე, ბიზნეს სექტორის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

მხარეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს სხვადასვხა აქტუალურ თემებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას;

PMAG და WMAG ამ ეტაპზე უკვე აქტიურად არიან ჩართულები ისეთ ერთობლივ პროექტებში როგორიცაა იდეათონი, თუმცა, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.