შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანია ბაზარზე ცნობილია ბრენდი „ალალი-ს“ სახელწოდებით, ფუნქციონირებს 2018 წლიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში.
კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ცივად დაწურულ ნატურალურ წვენებს ყოველგვარი ემულგატორების, კონსერვანტების, შაქრის დამატებისა და გმო-ს გარეშე. „ალალი“ ამჟამად ხუთი სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს: ატმის, ვაშლის, ყურძნის, მაყვლის და ციტრუსის, რომელიც 250 მილიგრამიან და 1 ლიტრიანი მინის ბოთლებში და 3 ლიტრიან პაუჩებშია ჩამოსხმული.
PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი „ალალი“ შემოუერთდა კახეთის რეგიონიდან.