მეღვინეობა შილდა PMAG-ის წევრი გახდა.
„მეღვინეობა შილდა“ 2014 წელს დაარსდა. კომპანიის საწარმო მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, რომელიც მოქცეულია მევენახეობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ზოლში - ქინძმარაულის ზონაში. საწარმო ექვს ჰექტარზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ფრანგული დანადგარებით.
შილდას ღვინო საგულდაგულოდ შერჩეული ტრადიციული ყურძნის ჯიშებისგან თანამედროვე მეთოდებით მზადდება. მეღვინეობა „შილდას“ მთავარი მიზანია, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით შექმნას უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო.
დღესდღეობით კომპანია შილდა 20 სახეობაზე მეტ ღვინოს აწარმოებს ტრადიციული და კახური ტრადიციული მეთოდით, ასევე ქართულ ბრენდის, ყურძნის არაყს და ჭაჭას. შილდას პროდუქციას აღებული აქვს უამრავი ჯილდო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიც არის Decanter, Mundus Vini, International Wine Challenge და სხვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ PMAG კლასტერთან თანამშრომლობით შესაფუთი მასალების მწარმოებლების გარდა ინდუსტრიული მომხმარებლებიც ინტერესდებიან. კლასტერში გაერთიანება შეუძლია, როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელ კომპანიას, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე ჩართულ
სხვა კომპანიებს. PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@pmag.ge-
ზე.