18 სექტემბერს საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის (PMAG) ორგანიზებით ქრისტინე ლორთქიფანიძის მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასის ფარგლებში, PMAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ქრისტინემ გააცნო თუ რა არის მონაცემები და მისი ანალიტიკა, ვის სჭირდება მონაცემთა ანალიზი, ამასთანავე, რა უპირატესობა აქვს მონაცემზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ასევე, განხილული იყო კონკრეტული ქეისები ქართული ბიზნეს კომპანიების მაგალითზე.
მასტერკლასს ასევე დაესწრნენ საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის, კენკროვანთა მწარმოებლების ასოციაციის და სამაცივრეების ასოციაციის წარმომადგენლები. მასტერკლასის დასრულების შემდეგ, მწარმოებლებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეცნოთ თავიანთი პროდუქცია და ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობაზე.