PMAG კლასტერული თანამშრომლობის ევროპულ პლატფორმას შეუერთდა

PMAG კლასტერული თანამშრომლობის ევროპულ პლატფორმას შეუერთდა
PMAG ოფიციალურად შეუერთდა კლასტერული თანამშრომლობის ევროპულ პლატფორმას.

კლასტერული თანამშრომლობის ევროპული პლატფორმა არის ევროკომისიის DG GROW-ისა და COSME– ს ფარგლებში შექმნილი პლატფორმა კლასტერების ინტერნაციონალიზაციისათვის.

კლასტერული თანამშრომლობის ევროპული პლატფორმა ითვლება წამყვან ცენტრად კლასტერული თანამშრომლობის განსახორციელებლად ევროპულ და გლობალურ დონეზე, სთავაზობს რა მომხმარებელ არაერთ უნიკალურ სერვისს.
პლატფორმა ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კლასტერებს შორის კავშირების დამყარების კუთხით. ასევე, ამ კლასტერების წევრი მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება მესამე ბაზრებზე შესასვლელად და გლობალური ღირებულების ჯაჭვებში სტრატეგიული პარტნიორების პოვნაში.

ამ ეტაპზე კლასტერული თანამშრომლობის ევროპული პლატფორმა აერთიანებს 100-ზე მეტ კლასტერ ორგანიზაციას და საშუალოდ 100 მცირე და საშუალო საწარმოს თითოულ კლასტერში. შედეგად, ეს არის დაახლოებით 100 000 მცირე და საშუალო ბიზნესს გამაერთიანებელი უნიკალური პლატფორმა.

ჩვენი პროფილი აღნიშულ პლატფორმაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.