სიამო კლასტერში გაწევრიანდა

სიამო კლასტერში გაწევრიანდა

კომპანიასიამო” PMAG კლასტერს შემოუერთდა. სიამო არის სოფლის მეურნეობის კოოპერატივ AGROSTORE-ის სავაჭრო ბრენდის სახელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი Agrostore დაარსდა სხვადასხვა დარგის ხალხის მიერ, მაგრამ საერთო იდეით - ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება!

მათ ორგანულ მეურნეობაში სიამო აწარმოებს ორგანულ ჟოლოს, ხურმას და შერეულ ბოსტნეულს. ამავდროულად, სიამო ამუშავებს ადგილობრივი ფერმერების ახალ პროდუქტს, რათა მხოლოდ საუკეთესო პროდუქტები მოიტანოს ფერმიდან თქვენს მაცივრამდე!


ამასთანავე
, აღსანიშნავია რომ სიამო უკვე თანამშრომლობს PMAG კლასტერთან და მის წევრ კომპანიებთან. მაგალითისთვის, კრეფის პროცესში ჟოლო ინახება კომპანია მეგაპლასტის მიერ დამზადებულ სათლებში, შემდგომ სორტირდება კავკასპაკის მიერ დამზადებულ კონტეინერებში, ქსელში კი ფაბრიკა 1900-ის ყუთებში ჩაწყობილი რიგდება

ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე თერთმეტ კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. კომპანია “სიამოს” მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.

დამატებითი ინფორმაცია “სიამოს” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.

PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.