PMAG კლასტერის წარმომადგენლობა უკვე დასავლეთ საქართველოშია

PMAG კლასტერის წარმომადგენლობა უკვე დასავლეთ საქართველოშია

საქართველოსშესაფუთიმასალებისმწარმოებელთაკლასტერისმასშტაბიგაიზარდადადასავლეთ საქართველო მოიცვა. დასავლეთ საქართველოში კლასტერს ქრისტინე მაღლაკელიძე წარმოადგენს,  რომელსაც ბიზნესის სექტორთან თანამშრომლობის მრავლაწლიანი გამოცდილება აქვს. ქრისტინეს ძირითადიფუნქციადასავლეთ საქართველოს რეგიონებში კლასტერის საქმიანობის გაფართოებასადაგანხორციელებაზე ზრუნვა იქნება. მათ შორის, ახალი წევრების მოზიდვა და წევრებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მართვა. ასევე, კლასტერის საქმიანობაში/პროექტებში რეგიონალური წევრების ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.

 

დასავლეთ საქართველოში შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერის შექმნის მიზანია, რეგიონის მასშტაბით, ამ სფეროში მომუშავე ბიზნესების, მომხმარებლების, მიმწოდებლების და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიების ქსელების გაერთიანება და მათი დაკავშირება დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებთან. რეგიონალური კლასტერის  ჩამოყალიბება, თავის მხრივ ხელს შეუწყობს შეფუთვების სექტორის განვითარებას ადგილობრივ დონეზე. შეფუთვების მწარმოებელთა კლასტერის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ოპტიმიზირება, ახალი კომპანიების შექმნის სტიმულირება, პროდუქტიულობის გაზრდა და დასაქმების პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება.

საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი შეიქმნა, “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში”-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი გაეროს ოთხ სააგენტოსთან (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია-FAO, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია-UNIDO და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია-IOM) თანამშრომლობით.