„ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი“ იმერეთის რეგიონში მოქმედი მეწარმეებისთვის და ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

„ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი“ იმერეთის რეგიონში მოქმედი მეწარმეებისთვის და ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საინიციატივო ჯგუფი „ქალების უფლებებისთვის“ იწყებს პროექტს „ქალების ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება“. პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში აიღებს სტარტს და მისი დაფარვის არეალი იმერეთის რეგიონი იქნება. პროექტის მიზანია, იმერეთის რეგიონში მოქმედი ქალი მეწარმეების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესება. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმერეთის რეგიონში მოღვაწე მეწარმე ქალები და ახალგაზრდები. ჯამში, პროექტში ჩაერთვება 20 მეწარმე ქალი და 25 ახალგაზრდა. აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის დაგეგმილია დამოუკიდებელი მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსები.

პროექტი საგანმანათლებლო ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც, ერთი მხრივ, მოხდება მეწარმე ქალების გაძლიერება და მეორე მხრივ, ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნით ახალგაზრდების აღჭურვა. სასწავლო პროგრამის გავლის შემდგომ, ახალგაზრდები პროფესიონალი კონსულტანტების მენტორობით, იმერეთში მოქმედ საწარმოებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებენ. ამ ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო სამუშაოებისათვის კონკურსის წესით 3 ბიზნესი შეირჩევა.


ვის და როგორ შეუძლია პროექტში ჩართვა?
პროექტში ჩართვა შეუძლია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს (მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3HOqCxT
და ქალ მეწარმეებს (მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/333QqH5)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 თებერვალი;
პროექტში ჩართვის წინაპირობა: სწავლის ძლიერი სურვილი და გაზიარების მზაობა.
პროექტის საკონტაქტო პირები:
ქრისტინე მაღლაკელიძე, 595337815
ანა შალიკიანი, 593171828
Email: georgianlaboratory@gmail.com

_______________________________________________________________________________________

პროექტი ხორციელდება PMAG კლასტერთან თანამშრომლობით და "ქალთა ფონდი საქართველოში" საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.