კომპანია “ფრუტერა” დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს საოჯახო ბიზნესის თანამედროვე სახეს. საწარმო და ხილის ბაღები მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში.
კომპანია, ამჟამად, ორიენტირებულია სხვადასხვა სახის ნატურალური ხილის ჩირის წარმოებაზე, რისთვისაც იყენებს აბსოლუტურად ჰიგიენურ პირობებში ინფრაწითელი სხივებით შრობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებების არანაკლებ 95%-ით შენარჩუნებას. საწარმო მოწყობილია საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად. ნედლეულის სახით გამოყენებულია კომპანიის ბაღებში მოყვანილი, მდინარე ფრონის წყლით მორწყული, ნიტრატებისგან თავისუფალი ხილი. ამჟამად, კომპანია აწარმოების 14 დასახელების ჩირს (რამდენიმე ჯიშის ვაშლის, შავი ქლიავის, მსხლისა და ატმის ჩირებს).
PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი "ფრუტერა" შემოუერთდა შიდა ქართლიდან.