კახეთში PMAG კლასტერის რეგიონალური წარმომადგენლობა დაფუძნდა.
საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერის რეგიონალური მასშტაბი გაიზარდა და კახეთის რეგიონიც მოიცვა. აღნიშნულ რეგიონში, კლასტერის რეგიონალური წარმომადგენელი თენგიზ მთვარელიშვილი იქნება, რომელსაც ბიზნესს სექტორის, სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კახეთის რეგიონის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქცია იქნება კლასტერისსაქმიანობისგაფართოება და განხორციელება. მათშორის. რეგიონალური მასშტაბით, ახალიწევრებისმოზიდვა, დაწევრებთანურთიერთობისშენარჩუნებადამართვა. ასევე, კლასტერისსაქმიანობაში/პროექტებშირეგიონალურიწევრებისჩართულობისდამონაწილეობისუზრუნველყოფადამხარდაჭერა.
კახეთის რეგიონში შეფუთვების მწარმოებელთა კლასტერის შექმნის მიზანია, რეგიონის მასშტაბით, ამ სფეროში მომუშავე ბიზნესების, მომხმარებლების, მიმწოდებლების და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიების ქსელების გაერთიანება და მათი დაკავშირება დედაქალაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებთან. რეგიონალური კლასტერის ჩამოყალიბება, თავის მხრივ ხელს შეუწყობს შეფუთვების სექტორის განვითარებას ადგილობრივ დონეზე. შეფუთვების მწარმოებელთა კლასტერის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მიწოდების ჯაჭვის ხარჯების ოპტიმიზირება, ახალი კომპანიების შექმნის სტიმულირება, პროდუქტიულობის გაზრდა და დასაქმების პრობლემის გარკვეულწილად მოგვარება.
საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი შეიქმნა, “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში”-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი გაეროს ოთხ სააგენტოსთან (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია-FAO, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია-UNIDO და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია-IOM) თანამშრომლობით.