კომპანია ,,ოკრიბა“ მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ნაქერალას ფერდობებზე გაშენებული ჩაის პლანტაციების საერთო ფართობია 55 ჰექტარი. კომპანიაში დასაქმებულია ტრადიციული ცოდნის და გამოცდილების მქონე მკრეფავები. ადგილმდებარეობასა და უნიკალურ კლიმატურ პირობებთან ერთად, ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანია საუკეთესო ხარისხის ჩაის აწარმოებს "ბუეთის" ბრენდის სახელით.
რეგიონი მდიდარია განსაკუთრებული არომატის ხილითა და კენკრით. ახალდაკრეფილი ხილით კომპანია აწარმოებს გემრიელ და სასარგებლო ჩირს. ბრენდი - "ქართული მწვანე ველი" წარმოადგენს ადგილობრივი, 100% -ით ნატურალური ჩირის ფართო ასორტიმენტს.
PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი შპს ოკრიბა შემოუერთდა იმერეთის რეგიონიდან.