კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ PMAG კლასტერს შემოუერთდა

კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ PMAG კლასტერს შემოუერთდა
“ხავერდოვანი ჩაი”ჭიათურაში ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ შექმნილი კოოპერატივია, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო საქმიანობა.

კოოპერატივი ჯამში 21 ჰექტარზე გაშენებულ ჩაის უვლის და სხვდასხვა ტიპის პროდუქტს აწარმოებს.

კოოპერატივი საკუთარ პროდუქციას ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისის მაღაზიებში მომავალში კი ბაზრების გაფართოებასა და ქართული ჩაის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა "ხავერდოვანი ჩაი".