Ecomondo 2021

Ecomondo 2021

შემფუთველთა კლასტერი (PMAG) საკუთარ წევრებს სთავაზობს „მწვანე ტექნოლოგიების“  საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობას. გამოფენა ჩატარდება 2021 წლის 26-29 ოქტომბერს და მისი თემატიკა იქნება გადამუშავებადი და განახლებადი რესურსების გამოყენებით მდგრადი ეკონომიკის/წარმოების განვითარება. ვინც ამ დარგით არის დაინტერესებული, შესაძლებლობა აქვს, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებსა და კომპანიებს შეხვდეს ერთიან სივრცეში და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გაეცნოს.

Ecomondo არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ევროპაში ტექნოლოგიების და ინდუსტრიული ინოვაციების მიმართულებით მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის სექტორებში. (იხ. ვებ-გვერდი - https://en.ecomondo.com/ და  დამსწრე ინდუსტრიების ჩამონათვალი)

შემფუთველთა კლასტერი თანამშრომლობს ECOMONDO 2021-ის ორგანიზატორებთან და პარტნიორის სტატუსით, შესაძლებლობა აქვს კლასტერის წევრები სხვადასხვა შეღავათებით დაარეგისტრიროს გამოფენაზე.

შეთავაზება გულისხმობს: (დაფინანსებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სერვისი, გარდა ავიაბილეთისა)

 

1. სამი ღამე 4 ვასკვლავიან სასტუმროში B&B

2. ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში

3. ყოველდღიური ტრანფერფერი სასტუმროდან გამოფენაზე და უკან 

4. გამოფენაზე დასასწრები ბილეთი 

5. buyer-ის ზონაზე წვდომა, სადაც იქნება საგარდერობე სივრცე, კაფე, ინტერნეტი,ლანჩი

6. თარჯიმანის მომსახურება შეხვედრების გასამართად

 

იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მიზეზით გამოფენაზე დასწრება შეუძლებელი იქნება, კომპანიები გამოფენაზე ონლაინ ფორმატში დასწრებას შესძლებენ.