კომპანია „Fresh Food” შემფუთველთა კლასტერის წევრი გახდა

კომპანია „Fresh Food” შემფუთველთა კლასტერის წევრი გახდა
PMAG კლასტერს იმერეთიდან კიდევ ერთი ახალი წევრი შემოუერთდა.

“Fresh Food” პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია განთავსებული და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით 21 სახეობის საკონდიტრო პროდუქტს აწარმოებს.

მაფინები, კრუასანები, ორცხობილები და ფუნთუშები “Fresh Food” _ის მიერ წარმოებული პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს რეალიზაციას.

როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტირული მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა შპს “Fresh Food”.