1 ივნისს PMAG კლასტერმა და ექსპორტის განვითარების ასოციაციამ თანამშრომლობის
მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის
სფეროში შემავალ პროექტებზე, კერძო სექტორში არსებული საჭიროებების შესახებ
ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების
ორგანიზებაზე.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) 2012 წელს დაარსდა ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100-მდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმების შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის
შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ ქართული
კომპანიების შესაძლებლობების ზრდას და კერძო სექტორის გაძლიერებას.
ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://www.eda.org.ge/