შემფუთველთა კლასტერს იმერეთიდან ახალი კომპანია - „ფერეთა“ შემოუერთდა.
კომპანია „ფერეთა“ 2017 წელს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში დაფუძნდა
და უკვე სამი წელია, რაც სხვადასხვა სახის ტყემალს, აჯიკასა და სანელებლებს
აწარმოებს. ფერეთა საკუთარ პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღაზიათა
ქსელებსა და სასტუმროებში უწევს რეალიზაციას. „ფერეთას“ მმართველის ვახტანგ
მერკვილიშვილის თქმით, კომპანია პროდუქციისთვის ადგილობრივად წარმოებულ
ნატურალურ ნედლეულსა და ქართულ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს.
როგორც იცით, PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად,
მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის
შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტრიული
მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა კომპანია „ფერეთა“.
საწარმოს გვერდი სოციალურ სივრცეში:
https://www.facebook.com/Peretaindustry