შპს ქართული რძის პროდუქტები PMAG კლასტერის წევრი გახდა

შპს ქართული რძის პროდუქტები PMAG კლასტერის წევრი გახდა
შპს ნატურალ+ 10 წელზე მეტია რაც ოპერირებდა ბაზარზე და წარმატებით
ფუნქციონირებდა.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო რებრენდინგის პროცესი, რის შედეგადაც შეიცვალა
კომპანიის დასახელება და ლოგო. ამჟმად, იგი შპს ქართული რძის პროდუქტების
სახელით რძისამეს ბრენდის ქვეშ აწარმოებს შემდეგ პროდუქტებს: რძისამე მაწონი 2,5%
0,4 კგ, რძისამე არაჟანი 15% 0,4 კგ, რძისამე არაჟანი 15% 0,18კგ, რძისამე ხაჭო 4% 0,18კგ,
რძისამე რძე 3,2%, რძისამე 2,5%

შპს ქართული რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ქართული კომპანია რძის
პროდუქტების მწარმოებელთა სექტორში, რომელიც პროდუქციას აწარმოებს
საქართველოში და წარმოადგენს რიგით მესამე კომპანიას ბაზარზე.

შპს „ქართული რძის პროდუქტები“ ფლობს რამდენიმე სერთიფიკატს:

 მართვის სისტემის სტანდარტი, ISO 22000:2005;
 ხარისხის მართვის სისტემა 9001:2015;
 საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სერთიფიაკტი;
(HACCP)

ამავდროულად, კომპანია იწყებს საწარმოს გაფართოებას, რათა შესაძლებელი გახდეს
უფრო მეტი პროდუქციის წარმოება, მათ შორის, გეგმავს ახალი პროდუქტების
დამატებას. კერძოდ, უახლოეს მომავალში ბაზარზე გამოჩნდება რძისამე ფერმის,
იოგურტი და სხვა.

საბოლოო ჯამში, კომპანიის მიზანია იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული და
ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების სექტორში, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის
ხარისხიან და სიკეთით სავსე პროდუქტებს.

PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის
ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულმომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი შპს შპს ქართული რძის პროდუქტები შემოუერთდა თბილისიდან.