PMAG კლასტერმა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

PMAG კლასტერმა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება PMAG კლასტერის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს კომპანიებთან ერთად ვცდილობთ შევაფასოთ,
გავაანალიზოთ და დავნერგოთ ის მნიშვნელოვანი სტანდარტები, რომელიც გარემოს
დაცვის პოლიტიკას უკავშირდება.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ პარტნიორობა და გავაფორმეთ თანამშრომლობის
მემორანდუმი ისეთი გამოცდილების მქონე ორგანიზაციასთან, როგორიცაა იმერეთის
მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი.

სპექტრი 1997 წელს დაარსდა და უკვე 24 წელია აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი
და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შევთანხმდით, რომ
მომავალში უკვე ერთობლივად ვიმუშავებთ ისეთ პროექტებზე, რომელიც ხელს
შეუწყობს, ტრადიციულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას,
განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას და გარემოსდაცვით
სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან ერთად, გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით აქტიურად ვითანამშრომლებთ კვლევისა და
საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ორგანიზაციის ვებ-გვერდი: https://spectri.org.ge/?lang=ka