საზოგადოებრივი კოლეჯი - ფანასკერტელი PMAG-ის წევრი გახდა
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი 1992 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე
კოლეჯი თბილისსა და თელავში წარმოდგენილი მრავალპროფილური, პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისიას, შრომის ბაზრის მოთხოვნების
შესაბამისად, კონკურენტუნარიანი, კვალიფიცური კადრის მომზადება წარმოადგენს
შემდეგ სფეროებში: ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი; ჯანდაცვა;
ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიები; საფინანსო საქმიანობები.
სამართლიანობით, თანასწორობის უზრუნველყოფით, ხარისხის გაუმჯობესებით,
სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებით, გამჭვირვალეობისა და ინოვაციებისაკენ
მუდმივი სწრაფვით კოლეჯის მისია ზუსტად პასუხობს მის განაცხადს -„მოდი,
ისწავლე, დასაქმდი“.
კოლეჯის მიზანია, გახდეს ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ინტელექტუალური და მატერიალური
შესაძლებლობებით უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას
და კვალიფიციური კადრის მომზადებას, რაც კოლეჯის კურსდამთავრებულთა
დასაქმების გაზრდილ მაჩვენებელში აისახება.
მხარეები იმედოვნებენ, რომ PMAG-ისა და ფანასკერტელის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაფუთი მასალების სექტორის განვითარებას კახეთის რეგიონში.