შპს „თელიანის ღვინის მარანი“ დაარსდა 2016 წელს, ძველი თელიანის ღვინის ქარხნის ბაზაზე (რომელიც 1953 წელს დაფუძნდა, როგორც მთავარი წითელი ღვინოების ქარხანა) კახეთის რეგიონში.
ამჟამად, კომპანიის მთავარ საქმინაობას წარმოადგენს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზაცია. ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია 15 ადამიანი (მათ შორის 1 ქალბატონი).
კომპანია ფლობს 15 ჰექტარ საკუთარ ვენახს (10 ჰექტარი რქაწითელი, 5 ჰექტარი საფერავი) და აწარმოებს ორი სახეობის ღვინოს, რომელსაც ორი განსხვავებული ზომის 3 და 5 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში ასხამენ.
შპს „თელიანის ღვინის მარნის“ პროდუქცია მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, სამომავლოდ, კომპანია გეგმავს საწარმოს განვითარებასა და ექსპორტზე გასვლას.
PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი შპს „თელიანის ღვინის მარანი“ შემოუერთდა კახეთის რეგიონიდან.