აგროპლასტიკი PMAG კლასტერის წევრი გახდა

აგროპლასტიკი PMAG კლასტერის წევრი გახდა
შპს „აგროპლასტიკი“ დაარსდა 2017 წელს და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების პლასტმასის ყუთებს. კომპანია საქართველოში დარგის ლიდერია წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით.

შპს „აგროპლასტიკის“  წარმოების ხაზი აღჭურვილია უახლესი თურქული მანქანა-დანადგარებით,  წარმოების პროცესში კი იყენებს მაღალი ხარისხის გრანულოვან პლასტმასის ნედლეულს. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებით.

PMAG შემფუთველთა კლასტერი მოხარულია, რომ კიდევ ერთი შეფუთვების მწარმოებელი კომპანია, შპს “აგროპლასტიკი” შემოუერთდა კახეთის რეგიონიდან.