PMAG კლასტერს ახალი კომპანია შემოუერთდა. ამჯერად, ახალი წევრი ქუთაისიდანაა - შპს ტიტანი. შპს ტიტანი აწარმოებს კომპოსტირებად და ბიოდეგრადირებად ტარიან პარკებს, კანონმდებლობით დაშვებულ პოლიეთილენის პარკებს (45 x 70 x 50 მიკრონი) და ასევე სხვა შესაფუთ მასალებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს კლასტერს თბილისის გარდა, ორ რეგიონში, კახეთსა და იმერეთშია წარმოდგენილი. კლასტერს იმერეთიდან უკვე ყავდა სამი საპატიო წევრი, შპს ტიტანი კი კლასტერის პირველი იმერული შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია გახლავთ.
ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე ოც კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.
დამატებითი ინფორმაცია “ტიტანის” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.