PMAG კლასტერს დიზაინ სტუდია “კოლექტივი” შემოუერთდა. "კოლექტივი" არის ბრენდინგისა და რეკლამირების პროფესიონალთა კავშირი, რომელიც დაფუძნებულია თბილისში, საქართველოში. ნიჭიერი პროფესიონალების გუნდის წყალობით, "კოლექტივი" ყოველთვის ახერხებს დახვეწილი ნამუშევრების შექმნას, რაც კომპანიებს ეხმარება ახალი და საინტერესო ისტორიების გადმოცემაში. "კოლექტივი" გთავაზობთ უამრავ მომსახურებას, მათ შორის: ვიდეო წარმოებას, ხელოვნების მიმართულებას, ბრენდის იდენტობის შექმნას, რედაქტორულ დიზაინს, ვებსაიტების დიზაინსა და დეველოპმენტს, შეფუთვის დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს გამოფენისთვის, სივრცით დიზაინს, ილუსტრაციას, ფოტოგრაფიას, ბეჭდვის მართვას და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ “კოლექტივმა” იმუშავა PMAG-ის ბრენდინგზე და ვებ-გვერდზე. ასევე “კოლექტივის” ნამუშევარია, კლასტერის კიდევ ერთი წევრი კომპანიის, “სიამოს” ბრენდინგი.
ამრიგად, “კოლექტივი” PMAG-ის მეთვრამეტე წევრი გახდა და თავისი მაგალითიდ ადასტურებს, რომ PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, დიზაინ სტუდიებს და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.
დამატებითი ინფორმაცია “კოლექტივის” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.