"პოლიმერ პროდუქტიორი" PMAG კლასტერის წევრი გახდა. კომპანია უკვე ლამის ათი წელია ჩართულია შესაფუთი მასალების სექტორში. 2016 წლიდან პოლიმერ პროდუქტიორის სახელით აწარმოებს პოლიეთილენის პარკებს. ამჟამად არის პოლიეთილენის პარკების ყველაზე დიდი მწარმოებელი საქართველოში.
ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე ჩვიდმეტ კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.
დამატებითი ინფორმაცია “ბიპლასტის” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.