“ბიპლასტი” PMAG-ის ახალი წევრი გახდა. კომპანია „ბიპლასტი“ დაარსდა 2008 წელს, კომპანია უკვე თორმეტი წელია არსებობს პოლიპროპილენის ნედლეულის ბაზარზე. დღეის მდგომარეობით კომპანია “ბიპლასტი” წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ფირმას პოლიპროპილენის ტომრების წარმოებაში.
ბიპლასტი მზადაა მიაწოდოს პარტნიორებს მაღალხარისხიანი და კონკურენტ უნარიანი საუკეთესო პროდუქცია, კომპანიის დევიზი – მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები და სანდო პარტნიორობაა.
კომპანია „ბიპლასტი“-ს მიზანს ადგილობრივი პროდუქციის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ “ბიპლასტი” უკვე აქტიურად თანამშრომლობს PMAG კლასტერის წევრ არაერთ კომპანიასთან.
ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე თორმეტ კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.
დამატებითი ინფორმაცია “ბიპლასტის” შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.