PMAG-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-თან მემორანდუმი გააფორმა

PMAG-მა სამშენებლო კოლეჯ  „კონსტრუქტ2“-თან მემორანდუმი გააფორმა

2020 წლის 7 ივლისს ა(ა)იპ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ კლასტერის მართვის ორგანიზაციასა და ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯ  „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ  საკითხებზე თანამშრომლობასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე, რათა ხელი შეუწყონ მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას.

მომავალში, თანამშრომლობის ფარგლებში, შესაფუთი მასალების  მიწოდების ჯაჭვში კლასტერის მართვის ორგანიზაცია იზრუნებს პროფესიული კოლეჯის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერაზე და ამ მიზნით ორგანიზებას გაუწევს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვას.

„შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის მართვის ორგანიზაციის მიზანია, შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, რისთვისაც ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ ინდუსტრიის ინტერესებს, ურთიერთობას ვამყარებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან,  ვაგროვებთ და ვავრცელებთ ინფორმაციასა და ცოდნას, ვაკეთებთ ანალიზს, ვქმნით და ვინარჩუნებთ კავშირისა და თანამშრომლობის პლატფორმებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „კონსტრუქტ2“-თან თანამშრომლობა, რათა ხელი შევუწყოთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლებიც მომავალში შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მწარმოებელ კომპანიებში უზრუნველყოფენ შრომის უსაფრთხოების დაცვას, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა იმერეთში, ქრისტინე მაღლაკელიძემ.

სამშენებლო კოლეჯ „კონსტურქტ2“_ის დირექტორის თამარ ზაქარაშვილის თქმით, „კოლეჯის პრიორიტეტიაპროფესიული სტუდენტებისთვის, როგორც ხარისხიანი განათლების მიწოდება, ასევე, მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მათთვის სხვადასხვა პერსპექტივების შეთავაზება.“

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).