ცივის ყველი კლასტერში გაწევრიანდა

ცივის ყველი კლასტერში გაწევრიანდა
კომპანია “ცივის ყველი” PMAG კლასტერს შემოუერთდა. საწარმო „ ცივის ყველი“ დაარსდა 2008 წელს თელავის სოფ. კურდღელაურში და მას შემდეგ მუშაობს როგორც ძროხის, ასევე კამეჩის რძეზე. დღეისათვის “ცივის ყველი” 11 სახეობის 70 ნაირსახეობის ყველს, სულგუნს, ნადუღს, ხაჭოს, კარაქს ამზადებს. კომპანიის პროდუქცია იყიდება არა მხოლოდ საქართველოში, ის ექსპორტის სახით გადის საზღვრებს გარეთაც.

ამრიგად, PMAG კლასტერი უკვე ათ კომპანიას აერთიანებს და სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს. კომპანია “ცივის ყველის” მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  PMAG-ში გაწევრიანება შეუძლია არამხოლოდ შეფუთვების სფეროში მომუშავე კომპანიებს, არამედ, შესაფუთი მასალების მომხმარებლებს, მიმწოდებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიებს ქსელებსაც.

დამატებითი ინფორმაცია ვექტორის შესახებ იხილეთ კომპანიის PMAG გვერდზე.
PMAG კლასტერში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში კი, დაგვიკავშირდით info@pmag.ge-ზე.