PMAG-მა გარემოს დაცვის კვირეული კახეთის რეგიონშიც აღნიშნა
საქართველოს შესაფუთი მასალების ასოციაციის კახეთის რეგიონის წარმომადგენელმა, თენგიზ მთვარელიშვილმა, გარემოს დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ შესაფუთი მასალების მიმართლებით მომუშავე კომპანიებს და ასევე, ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ მეწარმეებს გადასცა სასაჩუქრე ნაკრები და დამცავი ფარები. ასევე, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
აქციის მიზანია, კერძო კომპანიების ჩართულობის ხაზგასმა საქართველოში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხში. გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად, PMAG-ის წევრები განსაკუთრებით დიდი ყურადღებას უთმობენ ენერგიის, წყლის და ნედლეულის ეფექტურად გამოყენებას.
ცნობისათვის, კლასტერის ინიციატივით და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დარგთან ასოცირებული უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 200 ეკო-მეგობრული სასაჩუქრე ნაკრები დარიგდა.