საინტერესო სიახლე კახეთის რეგიონიდან! LL Plast - ის ნაბიჯი რეციკლირებულ წარმოებაში! კომპანიამ უკვე დაიწყო მეორადი პლასტიკის პარკების შეგროვება და კვლავწარმოება.
„ჩვენ გვჯერა ცვლილებების ძალის და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ულამაზესი კახეთის რეგიონის დაცვას დაბინძურებისგან. ჩვენ მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი კომპანიისთვის - პირველი ნაბიჯები მწვანე მომავლისკენ, ამიტომაც დავიწყეთ პლასტიკის პარკების გადამუშავება! და, რაც მთავარია - ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა შეფუთვების კლასტერში ჩვენი წევრობის მეშვეობით! - ლლ პლასტ“-ის დირექტორი, ლევან იოსებაშვილი.
ყოველი პლასტიკის პარკი, რომელსაც კომპანია გადაამუშავებს გრანულებში, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება უფრო სუფთა, ჯანსაღ გარემოს.
შემოგვიერთდით ამ ამბის აღსანიშნავად, რადგან ჩვენ:
- შევამცირებთ პლასტიკის ნარჩენებს
- დავზოგავთ რესურსებს ახალი პროდუქტის წარმოებისთვის
- ჩვენს საოცარ კახეთის რეგიონში სუფთა გარემოს შევინარჩუნებთ.
პლასტმასას ნარჩენის გადამუშავებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა შესაძლებელი გახდა საქართველოს შემფუთველთა კლასტერის (PMAG) მხარდამჭერი პროექტით, რომელსაც ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა 2019 წლიდან ანხორციელებს.