სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი-ის მხარდაჭერით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებელმა ექვსმა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენაში Interpack 2023.
გამოფენაზე, რომელსაც ყოველწლიურად 200 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი ეროვნული სტენდით. ამის აღსანიშნავად, ქართულ სტენდს ეწვია Interpack-ის დირექტორი, თომას დოჰსე, რომელიც ინდივიდუალურად შეხვდა და გაეცნო ქართველ მწარმოებლებსა და წარმატებები უსურვა მათ.