შპს გკგ ჯგუფი პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც 2016 წელს დაიწყო საქმიანობა. კომპანია მის პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიათა ქსელის („ორი ნაბიჯი“ „კარფური“ „ნიკორა“), საკუთარი საფირმო მაღაზიებისა და ონლაინ პლატფორმის (https://biosaxli.ge/) საშუალებით უწევს რეალიზაციას.
გკგ ჯგუფის დამფუძნებლის დიმიტრი შოშიაშვილის თქმით, შემფუთველთა კლასტერში გაწევრიანების მთავარი მოტივაცია ინდუსტრიის შიგნით კავშირების გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება და შეფუთვების სფეროში არსებულ ტენდენციებსა და უახლეს ინფორმაციაზე წვდომაში მხარდაჭერის მოლოდინია.