თანამშრომლობა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან

თანამშრომლობა ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან

2021 წლის 19 ნოემბერს PMAG კლასტერმა და ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის სფეროში შემავალ პროექტებზე. 

დასაწყისისთვის, PMAG კლასტერი ქუთაისის ამერიკული კუთხესთან თანამშრომლობით განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს სტუდენტებისთვის - „სოციალური მედიის მართვა“.

სოციალური მედიის მართვა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი ინდუსტრიაა. სულ უფრო მეტი კომპანია, მცირე, თუ საშუალო ბიზნესი ცდილობს სოციალური მედიის სერვისის გამოყენებას, რადგან სოციალური მედია იძლევა როგორც ახალი მომხმარებლის მოზიდვის, ასევე არსებული ურთიერთობების გაძლიერების და ონლაინ ბრენდის გაფართოების შესაძლებლობას.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან როგორ გამოიყენონ სოციალური მედიის არსებული პლატფორმები, განავითარონ და მართონ სოციალური მედიის კამპანიები და გააანალიზონ შედეგები. სოციალური მედიის მართვის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტებს  შეძენილი ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობას PMAG კლასტერი წევრ კომპანიებში სტაჟირების პროგრამით მიცემს.

„ჩვენს კომპანიებს სჭირდებათ იდეებით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას მომხმარებელთან ონლაინ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, ამერიკული კუთხე სწორედ ასეთ ახალგაზრდებთან დაგვაკავშირებს“ - განაცხადა შემფუთველთა კლასტერის დარგთაშორისი ურთიერთობების მენეჯერმა ქრისტინე მაღლაკელიძემ.

სტუდენტებს საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა 28 ნოემბრამდე შეუძლიათ: https://bit.ly/3cvg5JQ

ქუთაისის ამერიკული კუთხე ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით 2012 წელს შეიქმნა. ამერიკული კუთხეები არის მცირე ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში.

ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ სივრცეში: https://www.facebook.com/KutaisiAmericanCorner