„მინი არტი“ ქუთაისივით ევროპული და კოხტა კაფეა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე.
ამ მყუდრო კაფეს ყველა ის განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს, რაც საოჯახო ბიზნესს სხვა ბიზნესებისგან გამოარჩევს - უშუალოა და მზრუნველი.
კაფის ინტერიერში თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებია. მაგრამ, ეს დეკორაციის ნაწილი კი არაა, პირიქით, ნამუშევრები ისეთი პატივით და დიდებითაა განლაგებული, რომ გაგრძნობინებს, ამ სივრცეში შემოქმედებაა მთავარი, დანარჩენია დეკორაცია.
რაც შეეხება მენიუს, მინი არტივით პატარაა, მაგრამ შემოქმედებითი და სავსე.
„მინი არტი“ საუკეთესო ადგილია სასაუზმედ - აქაური კრუასანების დაგემოვნების შემდეგ ქართულ-ფრანგული ურთიერთობების სიმტკიცე გაცილებით დამაჯერებელი ხდება.
კაფე ყველაზე გემრიელი ადგილია დასანაყრებლად - ადგილობრივ ინგრედიენტებს არ ჯერდებიან, ესპანეთს და იტალიასაც იხმობენ დასახმარებლად და ამ მდიდარი არომატების კომბინაციით ნამდვილ ევროპულ თავგადასავალს უწყობენ მომხმარებელს.
და რა თქმა უნდა, ქართული ღვინის მრავალფეროვანი არჩევანით, ყველაზე მსუბუქი ადგილია ვახშამზე განსატვირთად.
მოკლედ, ეს ესპანური, ფრანგული და იტალიური გემოებისა და გემოვნების ნაზავი ქუთაისში ნამდვილი თავშესაფარია ქართული, მაშასადამე ევროპული კულტურის და სტანდარტის მოყვარულებისთვის.
„მინი-არტი“ შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებელია, თანაც ძალიან პრეტენზიული მომხმარებელი. რადგან, ამ მასალებსაც როგორ არჩევს - მუდმივად მომხმარებლების სურვილებს და შეფასებებს აყურადებს და ისე.
PMAG წარმოადგენს შესაფუთი მასალების კლასტერს, შესაბამისად მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, კლასტერში გავაერთიანოთ როგორც ყველა სახის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანია, ასევე შესაფუთი მასალების ინდუსტრიული მომხმარებლები, მაგალითად ისეთი, როგორციაა „მინი არტი“და ამ მშვენიერ საოჯახო ბიზნესს დავეხმაროთ ხანგრძლივი კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში.
კომპანიის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/Minicafegallery/