აგროკონსორციუმი წეროვანი

აგროკონსორციუმი წეროვანი
კომპანია "აგროკონსორციუმი წეროვანი" 1994 წელს დაარსებული კვების პროდუქტების სამეწარმეო ქარხანაა. აქედან გამომდინარე, გვაქვს წარმოების მრავალწლიანი გამოცდნილება სამი ძირითადი მიმართულებით: მცენარეული ცხიმები, ყველი და სოუსები.

ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე სამეწარმეო ხაზებით. დანერგილი გვაქვს კვების უსაფრთხოების ტექნოლოგიები, როგორიცაა HACCP და სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტები. ჩვენი ძირითადი მისიაა, გავაძლიეროთ ქვეყნის შიდა წარმოება, რათა ადგილობრივმა ნაწარმმა უფრო მეტად ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქტი. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი თემი და უმცირესობები. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების 90% -ზე მეტი ადგილობრივი, იძულებით გადაადგილებული მოსახლეა, ხოლო მათ შორის 60%-ზე მეტი ქალია. კომპანია, ძირითადად, B2B ბაზრის SME სექტორზე მუშაობს.

PMAG შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში მოქმედ ორგანიზაციას, მათ შორის შეფუთვების ინდუსტრიულ მომხმარებლებს, შესაბამისად, PMAG მოხარულია, რომ კიდევ ერთი წევრი, აგროკონსორციუმი წეროვანი შემოუერთდა.