შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

აბანოთუბანი, გორგასალის ქ. 9, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 595 59 99 05

ელ-ფოსტა: r.chumbadze@gmail.com

ვებგვერდი: https://balneo.ge

More details

= დეტალები =

თბილისის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა აბანოების სახით. დღეს, გოგირდის მინერალურ წყლებს აქვს უნიკალური გამაჯანსაღებელი, სამკურნალო და რეკრეაციული დანიშნულება, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის შენობაშია თავმოყრილი და გაერთიანებული.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დაარსებამდე, თბილისს გერმანელი გეოლოგებისა და მეცნიერების ჯგუფი ესტუმრა, რომლებიც საქართველოში არსებულ მინერალურ წყლებს შეისწავლიდნენ. დღევანდელ კურორტის ლოკაციაზე, მინერალური წყლების სასარგებლო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო, გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ თბილისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, 200 ჰექტარ ტერიტორიაზე საკურორტო ქალაქი გაშენებულიყო.

ბალნეოლოგიური კურორტმა ფუნქციონირება დაიწყო 1938 წელს, ხოლო 1998 წელს კურორტის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ბალნეოლოგიურ კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მთელს მსოფლიოში. მსგავსი ტიპის სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები გვხვდება მხოლოდ ბუდაპეშტში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

დღეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი განვითარების უახლეს საფეხურზეა, რადგან შენობას 2017 წელს მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად, კურორტი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს: მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო მასაჟებს. ცენტრი ფუნქციონირებს სამედიცინო მიმართულებითაც, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უწევს მომსახურეობას.

2020 წლიდან ცენტრმა დაიწყო გოგირდოვანი წყლით, ვულკანური ტალახით, თაფლით, ყურძნის წიპწით და წიპწის ზეთით საპნის და სხვა ჰიგიენური/სამკურნალო საშუალებების წარმოება, რომელსაც კურორტის სპა განყოფილება უკვე ერთი წელია წარმატებით იყენებს.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი – ადგილი, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას!