ვაზიანი

ვაზიანი

= დეტალები =

ვაზიანის ისტორია 1982 წლიდან იწყება. ქარხანა XX საუკუნის დასაწყისში
აშენებულ თელავის N 1ქარხნის ბაზაზე დაარსდა და არის ქართული ღვინის
წარმოების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.

თანამედროვე დანადგარებით სრულად აღჭურვილი უნიკალური საწარმო წარმოდგენილია წარმოების სრული ციკლით, დაწყებული ყურძნის მოვლა- მოყვანიდან, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე, რომელიც სრულად შეესაბამება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია ვაზიანი ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშნის ქვეშ მომხმარებელს როგორც საქართველოში, ისე ევროპის, აზიისა და აშშ ქვეყნებში 30 სხვადასხვა სახეობის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობს. მათ შორისაა, როგორც ევროპული ასევე ქვევრის ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები. მაყაშვილის ღვინის მარნის სავაჭრო ნიშანი კი აერთიანებს ლიმიტირებულ უნიკალურ ქვევრის ღვინოებს, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კაბერნე სოვინიონი, მონტეპულჩიანი, რქაწითელი, საფერავი, რომლებიც მსოფლიოს არაერთი საერთაშორისო ღვინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოების მფლობელია.