შპს აგროლაინი

შპს აგროლაინი

მისამართი : გურჯაანი, სოფ. ჩუმლაყი

More details

= დეტალები =

შპს “აგროლაინი” ნაწილია იმ ბიზნეს ჯგუფისა, რომლის საქმიანობის სფეროა
კაკლის მოყვანა და გადამუშავება. ორგანიზაციის საკუთრებაშია 2015 წლიდან
გაშენებული 225 ჰექტარი კაკლის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო,
რომელიც 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. კაკლის გადამამუშავებელი
საწარმო მდებარეობს კახეთში, სოფელ ჩუმლაყში. იგი აღჭურვილია
ულტრათანამედროვე დანადგარებით და განკუთვნილია კაკლის ევროპული
სტანდარტებით გადამუშავებისათვის. საწარმოში აგრეთვე განთავსებულია
კაკლის სამტვრევი ხაზი. პროცესების შედეგად მიღებული საბოლოო
პროდუქტებია გამშრალი კაკალი და ნიგოზი, რომელიც აკმაყოფილებს
მსოფლიოში მოქმედი თანამედროვე სტანდარტებს და ხარისხს. 2020 წელს
პირველად მოხდა კომერციული მოსავლის აღება და კაკლის ექსპორტი
ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ პორტუგალიაში.