შუხმან ვაინს ჯორჯია

შუხმან ვაინს ჯორჯია

სოფელი კისისხევი, თელავი, კახეთი

ტელ.: 995 577 50 80 88

ელ-ფოსტა: r.burdiashvili@schuchmann-wines.com

ვებგვერდი: http://www.schuchmann-wines.com



More details

= დეტალები =

შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“ დააარსა გერმანელმა ინვესტორმა ბურქარდ კრისტიან შუხმანმა 2008 წლის 21 იანვარს.  „შუხმან ვაინს ჯორჯია“ აწარმოებს 1,1-1,5 მილიონ ბოთლ უმაღლესი ხარისხის ღვინოს, საიდანაც  80% იწარმოება თანამედროვე კლასიკური ტექნოლოგიებით და 20% კი უძველესი კახური ტექნოლოგიით. წარმოების 90% გადის ექსპორტზე, ხოლო 10% კი იყიდება ადგილობრივ ბაზარზე.   კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს 22 ქვეყანაში ხდება: გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიასა და მონღოლეთში.

კომპანიაში ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს საკუთარი ვენახები, შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“  ფლობს 130 ჰექტარ უმაღლესი ხარისხის ვენახს, სადაც გაშენებიულია 11 ჯიშის  ვაზი, ძირითადი ფართობზე გაშენებულია ქართული ჯიშები როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, მწვანე და ქისი, გარდა ამისა, კომპანიას აქვს უნიკალური საერთაშორისო ვაზის ჯიშის ვენახები, როგორიცაა: კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო, მალბეკი, შარდონე, რისლინგი და სოვინიონ ბლანი.  ამ ჯიშებიდან კი იწარმოება 20-მდე სხვადასხვა ტიპის ღვინო, წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი,  მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრადტკბილ და ტკბილი სადესერტო ღვინო.  გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს, დისტილატებს და ასევე, ექსკლუზიურ ცქრიალა ღვინო შარდონეს, კლასიკური ბოთლური ტექნოლოგიით.

გარდა ღვინის წარმოებისა შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“ წარმოადგენს კახეთში ერთ-ერთ პირველ და ლიდერ კომპანიას  ღვინის ტურიზმის და გასტრონომიის სექტორში.  დღეისათვის, კომპანია ფლობს 21 ნომრიან  ბუტიკის ტიპის სასტუმროს, სადაც შესაძლებელია 45 ადამიანის განთავსება, კომპანიის ერთ-ერთ საიმიჯო სახეს წარმოადგენს  საფირმო  რესტორანი, სადაც შესაძლებელია 150 სტუმრის გამასპინძლება. ასევე შპს „შუხმან ვაინს ჯორჯია“ არის კომპანია რომელმაც საქართველოში პირველად გახსნა ღვინის სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

ასევე, შპს „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ 2018 წელს  საქართველოში პირველმა შექმნა „ღვინის სოფელი“ და ააშენა 14 ვილის ტიპის აპარტამენტი, სადაც ინდივიდუალურად შესაძლებელია 60-მდე  სტუმრის განთავსება.