თავთუხი

თავთუხი

ბარათაშვილის ქ. 48, ქუთაისი,

ტელ.: + 995 579 017 047

ელ-ფოსტა: mziabendeliani777@gmail.com

More details

= დეტალები =

თავთუხი ენდემური ქართული ნატურალური ხორბლისგან 6 სხვადასხვა სახეობის პურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან აცხობს უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით ნედლ/ნატურალურ საფუარზე პურს. ცხობის პროცესში საწარმო არ იყენებს ქიმიურ/ინტენსიურ საფუარს, ე.წ. ვიტამინებსა და საღებავებს. რის გამოც, თავთუხის პური სრულად ინარჩუნებს ყველა იმ ღირსებას, რასაც ზოგადად შეიცავს ხორბლის მარცვალი და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

კომპანია პროდუქციის წარმოებისას მოიხმარს მხოლოდ ქართულ ფერმერულ, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს და წარმოებულ პურს 30-მდე მაღაზიაში უწევს რეალიზაციას, მათ შორის, ისეთ სუპერ-მარკეტთა ქსელებში, როგორებიცაა: „ნიკორა“,„დეილი“, „სპარი“, „ფემილი“.