შპს ჭრებალოს მარანი

შპს ჭრებალოს მარანი

შპს ჭრებალოს მარანი
სოფ. ჭრებალო 0418, ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, საქართველო
ტელ.: +995 551 267 722; +995 599 580 540
ელ-ფოსტა: INFO@TCHREBALO.GE
Facebook: https://www.facebook.com/

More details

= დეტალები =

„ჭრებალოს მარანი„ არის მცირე ზომის ბუტიკური მარანი, რომელიც აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის მხარის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ღვინოებს. იგი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტში, სოფ. ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. ლოგოსა და ეტიკეტზე გამოყენებულია რაჭული მოჭვირული აივნების უნიკალური ორნამენტები. „ჭრებალოს მარანი“ აწარმოებს რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს.