შპს წინანდლის ძველი მარანი

შპს წინანდლის ძველი მარანი

შპს წინანდლის ძველი მარანი
სოფელი წინანდალი, თელავი, კახეთი, საქართველო
ტელ.: +995 599 03 01 99
ელ-ფოსტა: office@mildiani.ge
ვებგვერდი: https://mildiani.ge/geo
Facebook: https://www.facebook.com/www.mildiani.ge/

More details

= დეტალები =

საოჯახო მეღვინეობა მილდიანი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც შემფუთველთა კლასტერს ჩვენთვის ცნობილია ერთ-ერთი ბრენდის „შპს წინანდლის ძველი მარანის“ სახელით შემოუერთდა. კომპანიის ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. საწარმო კახეთში, მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ზონაში - წინანდალში მდებარეობს. აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინოები და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა მილდიანის 2002 წლის მოსავლის საფერავი, პირველი ქართული ღინო იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც 2004 წელს პარიზში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ,,Vinalies Internationales” ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. კომპანია მილდიანი მეღვინეობის სხვადასხვა ზონებში საკუთარ ვენახებს ფლობს და სრულად აკონტროლებს ხარისხს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე.