ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის
პროექტის ხანგრძლივობა:
2019 - 2023
განხორციელების ქვეყნები:
საქართველო
განმახორციელებელი პარტნიორი:
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ევროკავშირის ბიუჯეტი:
5 მილიონი ევრო
პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობისა და ბიზნესის მოდერნიზებას მთავრობისა და ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებით, განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და მხარდამჭერი კომპანიები პირდაპირი სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან უკეთესი კავშირების დამყარებით, ამავდროულად კი აჩვენონ საწარმოებისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობა.
მიზნები
1. პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერებული შესაძლებლობები, განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები;
2. კლასტერული მიდგომის შემუშავება და დანერგვა დაფასოებისა და თესლეულის/ჩითილების სექტორებში;
3. სტრატეგიული ინვესტირების განვითარება და მხარდაჭერა კომპანიებში, რომლებიც საჭიროდაა მიჩნეული კლასტერის გასაუმჯობესებლად;
4. მიგრაციის ინტეგრაცია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროცესში.
ბენეფიციარები
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამთავრობო დაწესებულებებს (ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს), ასევე კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებს, როგორებიცაა საწარმოები და მეწარმეები, საერთო და სექტორული ბიზნეს ასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები.
აქტივობები
- მხარდაჭერა მთელი რიგი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული კლასტერების განვითარებაში გეოგრაფიულად შეზღუდული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით;
- სტრატეგიული ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც საჭიროდაა მიჩნეული კლასტერში გაუმჯობესებების ხელშესაწყობად;
- ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული, კლასტერიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განხორციელების შესაძლებლობების კონსოლიდაცია;
- ადგილობრივი საწარმოების დაკავშირება დიასპორასთან.
შედეგები
პროექტის დასრულებისას მოსალოდნელი შედეგები:
- პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერებული შესაძლებლობები, განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები;
- დაფასოებისა და თესლეულის/ჩითილების სექტორებში საპილოტო კლასტერები მუშაობენ ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად;
- კომპანიებში/პროექტებში სტრატეგიული ინვესტიციებით ვითარდება კლასტერები;
- დიასპორის ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტია.