◖ ვორქშოპი იმერეთში: ბიზნესის გაციფრულება და ფინანსები ◗
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP) „ევროკავშირის
მოკლე აღწერა: ვორქშოპის ფარგლებში ვისაუბრებთ ბიზნესის გაციფრულების შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზე. კონკრეტულად დავასახელებთ რამდენიმე პროგრამასა და პროცესს, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს გაციფრულებაში. ამასთანავე, ვორქშოპის მეორე ნახევარი შეეხება რამდენიმე ფინანსურ ტექნიკას, რომლის გამოყენებითაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მარტივად და გამჭვირვალედ შეაფასონ კომპანიის ფინანსური მდგრადობა და განვითარების შესაძლებლობა.
|
დღის წესრიგი, ვორქშოპი, 6 ივნისი:
09:30-10:00 - რეგისტრაცია
10:00-11:45 - გააციფრულე შენი ბიზნესი - რა უპირატესობა მოაქვს კომპანიაში ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას? (პროცესები, ფინანსები, გაყიდვები, მომხმარებლებთან ურთიერთობა)
11:45-12:00 - შესვენება ყავაზე
12:00-14:00 - მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები: ნულოვანი მოგების წერტილი, თვითღირებულება, მომგებიანობა, ეფექტურობა, ა.შ
14:00-14:45 - შესვენება, ლანჩი
14:45-17:00 - როგორ შევაფასოთ ჩვენი ბიზნესის წარმატება ფინანსურად და ბრენდის კუთხით
დღის წესრიგი, ვორქშოპი, 7 ივნისი:
10:00-11:45 - სოციალიზაცია, გუნდის მშენებლობა
11:45-12:00 - შესვენება ყავაზე
12:00-14:00 - ალტერნატიული ფინანსირების წყაროები, პროექტის ფინანსირება, სიანვესტიციო ფონდები, საერთაშორისოს ფინანსური ინსტიტუტები
14:00-14:45 - შესვენება, ლანჩი
14:45-17:00 - ალტერნატიული ფინანსირების წყაროები: ვაჭრობის ფინანსირება, ლიზინგი, ფაქტორინგი, სახელმწიფო პროგრამები: აწარმოე საქართველოში, GITA, სოფლის განვითარების სააგენტო (TBC)
17:00-18:00 - სოციალიზაცია
ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ:
მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორია. აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნეს კონსალტინგში, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ინვესტორებთან ურთიერთობაში, ფინანსურ მართვასა თუ აუდიტში. მას აქვს სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა საბანკო, სამედიცინო, წარმოება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ლოჯისტიკა და აგრო სფეროები.
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: