ტრენინგი: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SME’s) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
ტრენინგის მიზანი: მსმენელს დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SME’s) შესაბამისი ზომითი კატეგორიის (მე-2, მე-3 და მე-4) კომპანიაში სწორად დანერგვაში; კურსის მიზანია, მსმენელმა დამოუკიდებლად შეძლოს აღნიშნული სტანდარტით ფინანსური ანგარიშგებებისა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადება და კანონის შესაბამისად პორტალზე (RMS.REPORTAL.GE) ანგარიშგების ატვირთვა და მონაცემების შევსება.
ტრენინგი გამიზნულია: მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დასაქმებული პროფესიონალი ბუღალტრებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნა გაიღრმაონ ამ მიმართულებით.
სწავლების მეთოდოლოგია: კურსი შედგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული
სახის სავარჯიშოებებით, სიტუაციური ამოცანებით, ქეისების განხილვითა და დისკუსიებით.
ტრენინგი შედგება 16 შეხვედრისგან. კურსის დაწყების თარიღია 2 მაისი, შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს 16:00 - 19:00 საათზე.
მოდული I |
||
თარიღი |
ლექცია |
თემატიკა |
02.05.2022 |
1 |
|
05.05.2022 |
2 |
|
09.05.2022 |
3 |
|
თარიღი |
ლექცია |
თემატიკა |
12.05.2022 |
4 |
|
16.05.2022 |
5 |
|
19.05.2022 |
6 |
|
23.05.2022 |
7 |
|
26.05.2022 |
8 |
|
30.05.2022 |
9 |
|
02.06.2022 |
10 |
|
06.06.2022 |
11 |
|
09.06.2022 |
12 |
|
13.06.2022 |
13 |
|
16.06.2022 |
14 |
|
მოდული II |
||
20.06.2022 |
15 |
|
23.06.2022 |
16 |
|
კურსზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ:
სალომე ოდიშარია - ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის ACCA სერტიფიცირებული ბუღალტერი; ეკონომიკის დოქტორი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; SARAS-ის (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის), USAID-ისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ტრენერი.