◖ინიციატივა: სოც. მედია მენეჯმენტი◗
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“
გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საქართველოში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!
ინიციატივა: სოც. მედია მენეჯმენტი (კონტენტ მენეჯმენტი/ედვერთაიზინგი/ქოფირაითინგი)
ინიციატივის მიზანი: სოციალური მედია ჩვენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილია, რომლის მთავარი მამოძრავებელიც, ერთი მხრივ, კონტენტი, ხოლო მეორე მხრივ, ედვერთაიზინგია. პანდემიის რეცესიიდან გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბიზნესებისთვის ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაა, როგორც B2B, ისე B2C ბაზარზე. კურსის ფარგლებში სწორედ ამ კონტენტის შექმნის, რეკლამირების და ქოფირაითინგის შესწავლა მოხდება. სოც. მედია მენეჯმენტი კომპანიის გენვითარებაში დიდ როლს თამაშობს და მისი სწორი ცოდნა ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის.
ინიციატივა გამიზნულია: კომპანიების მენეჯერებისთვის, სოც. მედია მენეჯერებისა და მარკეტინგის მენეჯერებისთვის, რომლებიც მზად არიან, სოც. მედია მენეჯმენტი კომპანიის განუყრელ ნაწილად აქციონ, რათა უფრო ეფექტურად შეძლონ კომუნიკაცია, რეკლამირება და ორგანიზაციის ძირითადი მიზნების მიღწევა.
სწავლების მეთოდოლოგია: კურსი შედგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რაც მისცემს მსმენელს საშუალებას, უკეთ შეისწავლოს კონტენტ მენეჯმენტი, ედვერთიზინგი და ქოფირაითინგი, რათა მომავალში თავად შეძლოს ყოველდღიურ საქმინობაში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენება.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეს ეცოდინება:
- როგორ დაგეგმოს და აღასრულოს კონტენტ კამპანია
- როგორ მოიფიქროს, რა სჭირდება ბრენდს სოციალურ მედია არხებში
- როგორ განსაზღვროს და ეურთიერთოს აუდიტორიას
- ეცოდინება აუდიტორიის განსაზღვრა და მასზე რეკლამის გაშვება ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა FACEBOOK, Linkedin
- ისწავლის სხვადასხვა Objective-ებს და დაინახავს რა დროს რომელი მათგანი უნდა გამოიყენოს
- ისწავლის რემარკეტინგს და მის ეფექტურ გამოყენებას
- ისწავლის KPI-ის განსაღვრას რეკლამისთვის
- ისწავლის რელიზის, სტატიების, მეილისა და სხვა სახის ტექსტების ლაკონურად, გამართულად წერას.
- როგორი მიდგომით დააღწიოს თავი კოვიდ პანდემიით შექმნილ რეცესიას სოციალური მედია არხების დახმარებით
კურსი ჯამში შედგება 8 ლექციისაგან. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. კურსი დაიწყება 14 დეკემბერს.
კურსის შინაარსის ზოგადი მიმოხილვა:
გაცნობითი შეხვედრა
13 დეკემბერი | 18:00- 20:30 | ორივე ლექტორი
- რა არის სოციალური მედია
- მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტები - Content, Advertising, Copywriting
ლექცია 1
14 დეკემბერი | 18:00- 20:30 | სამივე ლექტორი
შესავალი
- შესავალი ედვერთაიზინგში
- როგორ მუშაობს ედვერთაიზინგი
- ძირითადი ტერმინების განმარტება
- ედვერთაიზინგის მეტრი.კები - Reach, Impression, Frequency, CTR, CPC
- ედვერთაიზინგის არხები
- დავალება
ლექცია 2
17 დეკემბერი | 18:00- 20:30 | ტატიანა ბაშელეიშვილი
Facebook Ads Manager
- რა არის ads manager
- Business Manager
- Facebook pixel
- How to set up ads manager
ლექცია 3
21 დეკემბერი | 18:00- 20:30 | ტატიანა ბაშელეიშვილი
აუდიტორიის განსაზღვრა და ბიუჯეტირება
- Custom audiences
- Core Audiences
- Lookalike Audiences
- აუდიტორიის შექმნა
ლექცია 4
23 დეკემბერი | 18:00- 20:30 | ტატიანა ბაშელეიშვილი
Awareness/ Consideration / conversion
- Brand awareness
- Reach
- Traffic
- Engagement
- Video views
- Messages
- Lead Generation
- Conversions
- Catalog sales
- Store Traffic
ლექცია 5
28 დეკემბერი | 18:00- 20:30 | ტატიანა ბაშელეიშვილი
რეპორტინგი და ანალიტიკა
- შედეგების ანალიზი
- კონტენტის როლი ედვერთაიზინგში
- კონტენტის ტიპები და Creator studio
ლექცია 6
18 იანვარი | 18:00- 20:30 | ირინა ბერიაშვილი
კონტენტის როლი სოციალურ მედიაში
- რა არის კონტენტი
- კონტენტის დატვირთვა სხვადასხვა ციფრულ არხში
- ტენდენციები კონტენტში
- კონტენტი ჩვენს ირგვლივ
- დავალება
ლექცია 7
20 იანვარი | 18:00- 20:30 | ირინა ბერიაშვილი
Facebook
- კონტენტის ტიპები Facebook
- რომელი თულების გამოყენება შეგიძლია Facebook
- როგორ დაგეგმო კომუნიკაცია და შექმნა Original content
- რას აკეთებს სხვადასხვა ბრენდი Facebook
- დავალება
ლექცია 8
25 იანვარი | 18:00- 20:30 | ირინა ბერიაშვილი
კონტენტის დაგეგმვა
- როგორ შევარჩიოთ კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული ბრენდისთვის
- როგორ შევადგინოთ ბრიფი
- როგორ განვსაზღვროთ საკომუნიკაციო არხები და შევუსაბამოთ მიმართულებები
- კონტენტის შექმნა ლაივ რეჟიმში და მის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები და წყაროები
- დავალება
ლექცია 9
30 იანვარი |18:00- 20:30 | ორივე ლექტორი
ფინალური პროექტის პრეზენტაცია, Q&A
ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სარეგისტაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა.
კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემა მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც სრულად დაესწრება 8 ლექციას.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ PMAG შემფთველთა კლასტერს:
- Ani.chkheidze@pmag.ge
- Salome.kvaratskhelia@pmag.ge
ინფორმაცია სკოლისა და მოწვეული ტრენერების შესახებ
ინიციატივას კლასტერთან ერთად ორგანიზებას გაუწევს თბილისის კომუნიკაციის სკოლა. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს Hard და Soft უნარ-ჩვევების განსავითარებელ პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. სკოლის მისიაა აამაღლოს პროფესიონალიზმი, შესაბამისად მათთვის მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხი, ისევე როგორც, კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ, დარგის წამყვან ლოკალურ თუ უცხოელ ლექტორებთან ერთად მუშაობენ პროგრამებზე, რაც საშუალებას აძლევთ თითოეული პროგრამის შინაარსი იყოს ლოგიკურად გამართული და ამომწურავი.
ტატიანას ,ციფრ0ული მარკეტინგის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს, რის განმავლობაშიც უმუშავია 50-ზე მეტ ბრენდთან სხვადასვა ბიზნეს სექტორში: ჰორეკა, 2უძრავი ქონება, FMCG, მოდა და სხვა. უთანამშრომლია როგორც ქართულ სტარტაპებთან (Carfest, Lunchoba..) და საერთაშორისო კომპანიებთან (Zara, Massimo Dutti, Sheraton, Lavazza, Lenovo, Oppa, Namai Vake, Galleria Tbilisi, Avon..), ასევე ჯილდოებმოგებულ კრეატიულ კამპანიებზე ( Wolt, KFC, Miniso, საქართველოს ფოსტა..). ტატიანა Redberry-ში ციფრული მედია დამგეგმავის პოზიციას იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა Growth Marketing-ის დეპარტამენტს. ამჟამად, იგი აღმასრულებელი დირექტორია თავისივე დაფუძნებულ არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელ კომპანიაში HURO.0
ირინა 4 წელია აქტიურად მუშაობს კონტენტის შექმნის მიმართულებით. აქედან 2 წელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში senior content creator-ის პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი - კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონში digital creative director-ია. მას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: გალერია თბილისი, მინისო, ზუმერი, თელიანი ველი, KFC, საქართველოს ბანკი და ა.შ.
პროექტის შესახებ
,„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: