◖ინიციატივა: ენერგოეფექტურობის აუდიტი◗


„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“


გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საქართველოში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“  შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!


ინიციატივა: ენერგოეფექტურობის აუდიტი

ზოგადი მიმოხილვა: ენერგია, რომელსაც ჩვენ ვზოგავთ, არის ის ენერგია, რომლის წარმოება, შეძენა და იმპორტი არ გვჭირდება. ათწლეულზე მეტია, ევროპაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა რამდენიმე ღონისძიება გაატარა. მათ შორის, მიზნად დაისახა ენერგიის წლიური შესყიდვების შემცირება, საჯარო შენობების თერმორეაბილიტაცია, სავალდებულო ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოღება შენობების გასაყიდად და გასაქირავებლად, პროდუქციის ეტიკეტირება ენერგოეფექტურობის მინიშნებით, მსხვილი კომპანიების სავალდებულო ენერგო აუდიტი და სხვა.
საქართველოში ენერგოეფექტურობის მიმართულებით სამი კანონი მოქმედებს: კანონი ერეგოეფექტურობასთან, ენერგოეტიკეტირებასთან და შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონების ძირითადი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურობის ზრდას და შესაბამისად, ენერგიის დაზოგვას ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზებით. ენერგიის მოხმარების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მხარდაჭერის გზით წარმოადგენს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას.

წარმატებული ენერგო მენეჯმენტისთვის საჭიროა:
  • ტექნიკური შესაძლებლობა
  • მონიტორინგის სისტემა
  • სტრატეგიული გეგმა
  • ხელმძღვანელობის სრული ჩართულობა და დახმარება
ინიციატივის მიზანი: კომპანიების ენერგოეფექტურობის აუდიტის ჩატარების მთავარი მიზანია ენერგოეფექტურობის რენტაბელური ინვესტიციების და ისეთი პრაქტიკული რეკომენდაციების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას პროცესების, საქმიანობისა და ღონისძიებების დახვეწის გზით. ენერგოაუდიტი განსაზღვრავს ენერგიის მოხმარების საბაზისო დონეს და შეუძლია იმ არეების მითითება, რომელიც უპირველეს ყურადღებას მოითხოვს.
ინიციატივა გამიზნულია: კლასტერის წევრი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება თავიანთ საწარმოებში და მზად არიან ამისთვის გაიგონ  დეტალურად მიმდინარე მოხმარება და ენერგო-პოტენციალი, რათა უახლოეს მომავალში შეძლონ ალტერნატიული ენერგო-წყაროების ათვისება.
ძირითადი მიმართულებები: კომპანიების ენერგო-აუდიტი საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო პროცესია, რომელიც მოიცავს ისეთ ეტაპებს, როგორიცაა:
  • ენერგომოხმარების მიმოხილვა
  • პროექტის ენერგოდაზოგვის პოტენციალის განსაზღვრა
  • ენერგეტიკული ბალანსის ანალიზი მოხმარებული ენერგო რესურსების სახეობის მიხედვით 
  • ენერგო ბალანსის ანალიზის საფუძველზე ენერგო-ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა
  • თითოეული ენერგო-ეფექტური ღონისძიების ეკონომიკური ანგარიში
  • ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების ანალიზი
  • ენერგო-ეფექტური ღონისძიებების განხორციელების დეტალური პროექტირება
ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 18 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ PMAG შემფუთველთა კლასტერს:
  • Salome.kvaratskhelia@pmag.ge
  • Anano.rukhadze@pmag.ge

პროექტის შესახებ:


„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.


შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: