◖ინიციატივა: გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის სკანირება◗
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!
ინიციატივა: გარემოსდაცვითი სკანირება
ინიციატივის მიზანი: კომპანიების გარემოსდაცვითი მიმართულებით სკანირება გულისხმობს იმ ფაქტორების გამოვლენას, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება, რათა მოხდეს კომპანიების საქმიანობის ზეგავლენის მინიმიზაცია გარემოზე და დაზღვეული იქნეს მათი რეპუტაციული და ფინანსური რისკები. სკანირების შედეგად კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეკომენდაციები, რათა საქმიანობა განახორციელონ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
ინიციატივა გამიზნულია: კლასტერის წევრი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სკანირების პროექტის ფარგლებში განიხილონ და დანერგონ საწარმოში იმგვარი ღონისძიებები (მათ შორის ადმინისტრაციული და ფინანსური), რომლებიც შეამცირებს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ზეგავლენას და დაიცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. სკანირების პროცესი ასევე დაეხმარება კომპანიას დანერგოს საწარმოში თვითმონიტორინგის, თვითშეფასებისა და ანგარიშგების უწყვეტი სისტემა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ხარჯ-სარგებლიანობის ან/და სხვა ეკონომიკური ანალიზის გაკეთებას.
ძირითადი მიმართულებები: გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კომპანიების საქმიანობის სკანირების დროს ყურადღება მიექცევა შემდეგ კომპონენტებს:
- საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება;
- გარემოსდაცვითი გეგმები;
- თანამშრომელთა უსაფრთხოება;
- გარემოსდაცვითი მართვის სისტემები;
- თვითმონიტორინგის სისტემა;
- გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების მიზნით ორგანიზაციის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები.
დარგის მოწვეული ექსპერტებიუზრუნველყოფენ ინიციატივაში ჩართული კომპანიების გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის სკანირებას საქართველოს კანონმდებლობისა და გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ისე, რომ ყველა აღნიშნული კომპონენტი იქნას შესწავლილი და გადახედილი საბოლოო შედეგის, გარემოზე ზემოქმედების შემცირების, მისაღებად.
ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 3 დეკემბრისა.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ PMAG შემფთველთა კლასტერს:
პროექტის შესახებ:
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან.
პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: