◖ ინიციატივა: Lean მენეჯმენტი ◗
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“
გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) საქართველოში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!
საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. Lean ანაცვლებს წარმოების სტანდარტულ მეთოდებს და ქმნის სრულიად ახალ მიდგომას ამ სფეროში. კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლონ ლინ
მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის.
ინიციატივა გამიზნულია: კომპანიების მმართველი მენეჯერებისთვის, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს და მზად არიან, წარმოების სტანდარტული მეთოდები ჩაანაცვლონ სრულიად ახალი მეთოდოლოგიითა და მიდგომებით, რათა უფრო ეფექტურად შეძლონ ფუნქციონირება და ძირითადი მიზნების მიღწევა.
სწავლების მეთოდოლოგია: კურსი შედგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რაც მისცემს მსმენელს საშუალებას უკეთ ჩაწვდეს ლინ მენეჯმენტს და მის მიდგომებს, ხოლო მოგვიანებით კი, თავად შეძლოს ყოველდღიურ საქმინობაში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენება. მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს.
კურსი ჯამში შედგება 6 შეხვედრისგან. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი, ჯამში - 12 საათი. კურსი დაიწყება 15 ნოემბერს და შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, 19:00 საათზე.
კურსის შინაარსის ზოგადი მიმოხილვა:
ლექცია 1:
ლექცია 2:
ლექცია 3:
ლექცია 4:
ლექცია 5:
ლექცია 6:
ინიციატივაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 12 ნოემბრისა.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ PMAG შემფუთველთა კლასტერს:
გამოცდილება:
პროექტის შესახებ
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: