„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დანადგარის ოპერატორი; ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა: 08:30-19:00, 1 საათი შესვენება
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კვალიფიკაცია-მოლაპარაკების შესაბამისად)
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5

ძირითადი მოვალეობები:
  • დანადგარის მართვა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის მოვლა-შენახვა;
  • დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
  • სავალდებულო დოკუმენტაციის დროული მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი და/ან პროფესიული განათლება;
  • დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • სტამბაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა; 

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • გამოსაცდელი ვადა;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);

გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დანადგარის ოპერატორი. რეზიუმეს
გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით. 

„ფაბრიკა 1900“ გისურვებთ წარმატებებს!