◖ ინიციატივა: ბიზნეს მოდელების განვითარება - თბილისში ◗
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNDP) „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარების ფარგლებში აქვს პატივი მოიწვიოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში მოღვაწე კომპანიები შესაძლებლობების განვითარების თემატურ ინიციატივაში მონაწილეობისთვის!
ინიციატივა: ბიზნეს მოდელების განვითარება - თბილისში
პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგებისა და ქოუჩინგის შერეულ ვერსიას, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მსმენელს მიიღოს მისთვის საჭირო თეორიული ცოდნა ბიზნეს მოდელის გასავითარებლად ან/და დასახვეწად და სწრაფადვე მოარგოს ეს ცოდნა კონკრეტულ ბიზნეს საქმიანობას.
ინიციატივა გამიზნულია ბიზნესის აღმასრულებელი მენეჯერებისათვის |
ღონისძიების ჩატარების სავარაუდო განრიგი
თბილისი:
23 ივლისი (დღე 1: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
24 ივლისი (დღე 2: 10:00 – 18:00) - ჯგუფური ვორქშოპი
29, 30 და 31 ივლისი (დღე 3, 4 და 5) - შერჩეული 1 საათიანი ინდივიდუალური
ქოუჩინგი
ინფორმაცია მოწვეული ტრენერის შესახებ:
გიორგი ყანჩაველი - აქვს 13 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. 2012 წლიდან აქტიურად არის ჩართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, მართავდა საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრს და აქტიურად უწევდა კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებს ინოვაციური ცენტრების შექმნის მიმართულებით, მათ შორის მონაწილეობდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნო პარკის შექმნის პროექტში. 2015 წლიდან შეუერთდა წამყვან IT დეველოკერულს კომპანია „ლემონდუს“, რომლის პარტნიორი და დირქტორი გახდა 2018 წელს. მუშაობდა კომპლექსურ IT გგადაწყვეტილებებზე ელ. კომერციის, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით პროექტებზე, როგორიცაა: TKT.GE, SS.GE, DOMENEBI.GE, MOITANE.GE, ELVIS.GE, TPAY.GE და სხვა. ამ პერიოდში აქტიურად ეწეოდა საკონსულტაციო საქმიანობას ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. 2010 წლიდან, პარალელურად, დიდ დროს უთმობდა საგანმანათლებლო პროექტების და პროგრამების განხორციელებას, ჩატარებული აქვს 100 ზე მეტი პატარა, საშუალო და დიდი ზომის ტრენინგი შემდეგ თემებზე: პროექტების მენეჯმენტი, პერსონალური განვითარება, კარიერული განათლება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვა, მეწარმეობა და ტექნოლოგიური სტარტაპი, ელ. კომერცია, ციფრული გარდაქმა.
პროექტის შესახებ
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან - საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან. პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვში PMAG შემფუთველთა კლასტერის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების მხარდაჭერა, გეოგრაფიულად შემოფარგლული ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურეტუნარიაონობი გასაზრდელად.
შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი: